მილანის "ინტერმა” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩისა და ცენტრალური მცველის მატიას სილვესტრეს შეძენა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა goal.com-ი იუწყება.
27 წლის სლოვენიელი ჰანდანოვიჩი, რომელიც აქამდე "უდინეზეში” გამოდიოდა, მილანურ კლუბს 11 მილიონი ევრო დაუჯდა. ის უდინურ კლუბში 2004 წლიდან გამოდიოდა და 180 მატჩი ჩაატარა.
ლუსიოს წასვლის შემდეგ, "ინტერისთვის” ცენტრალური მცველის შეძენა პრიორიტეტული იყო. მილანელებმა არჩევანი არგენტინელ სილვესტრეზე შეაჩერეს, რომელიც აქამდე "პალერმოში” თამაშობდა.
ორივე ფეხბურთელი უკვე შეუერთდა "ინტერს”, რომელიც ახალი სეზონის წინ შეკრებას პინცოლოში გადის.
|