მილანის "ინტერი" დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველის, მარიო გიოტცესა და მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, ტომას მიულერის მიმართ ინტერესს იჩენს. ეს ფეხბურთელები "ნერიაძურისთვის" ალტერნატივად ითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ იტალიელები "სან-პაულუსთან" ლუკას მოურას ტრანსფერს ვერ შეათანხმებენ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერის" კონკურენტად ბრაზილიელი ნახევარმცველის გადაბირებაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლება.
|