მილანის "ინტერი” თავდამსხმელ ჯამპაოლო პაცინის გასაყიდად მზადაა. Tuttosport-ის ცნობით, "ნერაძური” 27 წლის ფორვარდს 10 მილიონ ევროდ შეელევა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ თანხას იხდიდა გერმანული "ვოლფსბურგი”, მაგრამ იტალიელმა გერმანიაში თამაში არ ისურვა. პაცინისადმი ინტერესს მოსკოვის "ლოკომოტივიც” იჩენდა. აპენინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ფორვარდისთვის პრიორიტეტული იტალიის სერია A-ში თამაშია. რაც არ უნდა იყოს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, პაცინი "ინტერს” დატოვებს.