მილანის "ინტერს” ესპანური "გრანადას” ფორვარდის – ანტონიო ფლორო ფლორესის გადაბირება სურს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნერაძური” 29 წლის იტალიელის შეძენას იანვრის სატრანსფერო სეზონში ეცდება. მოგეხსენებათ, ფლორო ფლორესის სატრანსფერო უფლებები იტალიურ "უდინეზეს” ეკუთვნის და "გრანადაში” იჯარის წესით ასპარეზობს. ხსენებული წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელის შეძენით პირადად "ინტერის” თავკაცი – ანდრეა სტრამაჩონია დაინტერესებული.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ფლორო ფლორესმა 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ გოლით გამოირჩა
|