ბარსელონას თავდამსხმელი სერია ა-ში გადაბარგებასთან ახლოსაა.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ "უდინეზეს” ყოფილი ლიდერი "ბარსელონას” აუცილებლად დატოვებს, "ბლაუგრანას” რიგებში ნეიმარის გამოჩენის გამო.
ჩილელით "იუვენტუსი” და "ინტერი” ინტერესდებიან. ორივე გუნდში სანჩესს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება, რის ნაკლებობასაც ფეხბურთელი ესპანეთში გადაბარგების შემდეგ უჩივის.
არაა გამორიცხული, რომ 24-წლის ფორვარდი "ინტერმა” ინათხოვროს, კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
შეგახსენებთ, 2011-წლის ზაფხულში "ბარსელონამ” "უდინეზეს” სანჩესის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაუხადა.
|