შაბათი, 20.04.2024, 09:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 12 » "ინტერი" შეტევას იკარდითა და ოსვალდოთი აძლიერებს
11:12
"ინტერი" შეტევას იკარდითა და ოსვალდოთი აძლიერებს


 გასულ სეზონში "ინტერმა" სრული ფიასკო განიცადა და კლუბის მესვეურებს კარგად ესმით, რომ ზაფხულში გუნდის გაძლიერება მართებთ. ამ პროცესს ვალტერ მაცარიუნდა გაუძღვეს, რომელიც ჯერჯერობით შვებულებაშია და კომენტარებისგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, ჟურნალისტებს მასიმო მორატიგაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"გუნდი სერიოზულად უნდა გავაძლიეროთ და ამისთვის ვემზადებით კიდეც. მაცარის შვებულების მშვიდად გატარების საშუალება არ მივეცით და მას "ინტერის" სრული შემადგენლობა გადავუგზავნეთ... მაცარი ჯერ არსებულ კონტინგენტს შეისწავლის, შემდეგ კი სატრანსფერო გეგმაც შემუშავდება. არაერთი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, ვინ შემოგვემატება. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუმცა მთავარი ამბები ივლისიდან გველოდება".
მიუხედავად იმისა, რომ მორატი მთავარ ამბებს ივლისში გვპირდება, სათქმელი დღესაც გვაქვს და თანაც, არაერთი... მაგალითად, 20 წლის მაურო იკარდომ ნეაპოლს მილანი ამჯობინა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. 12 ივნისს მაურომ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც ეს იგულისხმება. იკარდის ტრანსფერი "სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტიმ დაადასტურა:
"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ხაზზე ნეაპოლელები გამოვიდნენ, შეთანხმებას მილანელებთან მივაღწიეთ. ეს დიდწილად თვითონ ფეხბურთელმა განაპირობა, რომელსაც სწორედ "ნერაძურიში" სურს კარიერის გაგრძელება. "ნაპოლის" მესვეურები ჩემპიონთა ლიგის საგზურით იწონებდნენ თავს, მაგრამ მაუროს დაყოლიება მაინც ვერ შეძლეს".

"ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობა ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, კლუბის მესვეურები პაბლო დანიელ ოსვალდოს გადაბირებას ლამობენ. 27 წლის ფორვარდს "რომაში" აღარ დაედგომება და დიდი ხნის ამბავია, რომ ახალ გუნდს ეძებს. "ინტერი" მისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს, მით უმეტეს, მილანურ გრანდს შეტევაში გასაჭირი ადგას. 
მოკლედ, მასიმო მორატიმ და კომპანიამ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს – ამ პროცესში მალე ვალტერ მაცარიც ჩაერთვება და ეჭვი არაა, რომ მომდევნო სეზონში "ინტერი" სხვა გუნდი იქნება, შემადგენლობით მაინც...

ნანახია: 675 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
1 Giuseppe-Meaca  
1
ჯერ კიდევ იმედი მაქვს რომ ჭორია! არ მინდა ოსვალდო ინტერში, ან მაცარის რათ უნდა ამდენი ცენტრ ფორვარდი: მილიტო, პალასიო, იკარდი.

+ კასანო გვყავს, იყიდონ ვინმე ფლანგზე მოთამაშე, აი სანჩესის სტილი არ გვინდა რა ოსვალდო @@ მითუმეტეს მარტო ერთ ჩემპიონატში ვღებულობთ მონაწილეობას
flag1

2 interista5099  
1
aset fexburtelebs ratom yiduloben mtel sezonshi 3 tamashs rom atareben kargad da eg aris daitrion ra erti da normaluri magalitad dzeko juve llorentes yidulobs chven osvaldos midi da gauwie konkurecia

3 Anryto  
1
bichebo , osvaldo dzaan magari tavdamsxmelia , tavit fexit yvelafrit tamashobs dartymac aq da shesrulebac , + dzalisxmieria poziciebs igebs driblingic aq da teqnikac , 1 sityvit mshvenieri forwaardia cota pijonia da chajmuli xasiati aq , mara rogorc forwardi dzaan kaia .. me mivesalmebi magis mosvlas .

4 wesleysneijder  
1
flangze jobia magalitad sanchesi 20 milioni es girs da daamaton cotac

5 intera78  
1
osvaldos gachnia ramdenshi daitreven 15 milioni girs namdvilat tu daitreven, xolo 20 jobia damaton 10 milioni da sanchesi an iguaini shedarebit axalgazrda da msoflios donis fexburtelia me magalitad 30 migirs tqven ras ityvit bichebo?

6 inter  
0
sagol magari statiaaa flag3

7 ronaldo-toldo  
1
ekk kai magaram. tuu magdens ixdain bliad pouu daitrionn to ar jobia naxeverdacva gavadzliort aan fernardooo ?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter