გაზეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ”ინტერმა” ლისაბონის ”სპორტინგისა” და არგენტინის ნაკრების უნივერსალი მცველი მარკოს როხო იყიდა. უცნობია, რა დაუჯდა კლუბს სეზონის პირველი ტრანსფერი.
როხომ საფეხბურთო კარიერა ”ესტუდიანტესში” დაიწყო, შემდეგ მოსკოვის ”სპარტაკში” გადავიდა, რასაც მოჰყვა ტრანსფერი ”სპორტინგში.” როხოს ანგარიშზე არგენტინის ნაკრებში ჩატარებული 15 მატჩია.
უახლოეს მომავალში ”ინტერი” კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას აპირებს.
|