პარასკევი, 19.04.2024, 18:30
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 29 » ინტერს” რიჩარდსის შეძენა სურს
09:57
ინტერს” რიჩარდსის შეძენა სურს



მიკა რიჩარდსი შესაძლოა მილანის "ინტერის” ფეხბურთელი გახდეს.

მუხლის სერიოზული ტრავმის გამო, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფულბეკმა გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ შვიდი შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად გადაჭარბებული ტრავმიანობისა, "ცისფრების” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი თავიანთ ფეხბურთელს ძვირად აფასებენ და გარდა ამისა, მისთვის ახალ კონტრაქტსაც ამზადებენ. თუმცა, კლუბმა შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტიც განიხილოს, თუ მომგებიან წინადადებას მიიღებს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ მცველმა მილანის "ინტერის” ყურადღება მიიპყრო. თუმცა, "ნერაძური” არ აპირებს "მან სიტის” ფეხბურთელის არენდით გაშვება სთხოვოს, მილანელები მოთამაშის კონტრაქტის სრულად გამოსყიდვას გეგმავენ.

ცნობისთვის, რიჩარდსს მანჩესტერულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2015-წლის ზაფხულში ეწურება.


ნანახია: 681 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter