მილანის ინტერი მადრიდის რეალის ნახევარმცველის – ნური შაჰინის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Marca იუწყება. სამეფო კლუბის თავკაც ჟოზე მოურინიოს 23 წლის თურქისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელი მადრიდში ბედნიერი არაა. შაჰინი იჯარით წასვლასაც არ გამორიცხავს. მისი გადაბირების მთავარი კანდიდატი სწორედ ნერაძურია.
თუკი მილანელები შაჰინს ვერ დაიყოლიებენ, ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას განაგრძობენ. სხვა კანდიდატურების ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
|