"ბოლონიას" ბელგიელი ნახევარმცველი გაბი მუდინგაი კარიერას "
ინტერში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის
აგენტმა დაადასტურა.
"მუდინგაიმ ეს ტრანსფერი დაიმსახურა. კარიერაში წინსვლისთვის
იგი თავდაუზოგავად მუშაობდა. "ინტერთან" შეთანხმებას უკვე
მივაღწიეთ. მუდინგაი ორ ან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გაბი ძალიან ბედნიერია იმის გამო, რომ მას ასეთი შანსი მიეცა"
- აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
მუდინგაის "ბოლონიასთან" კონტრატქი 2013 წლამდე აკავშირებს,
რაც მის სატრანსფერო ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. Gოალ-ის
ცნობით, "ინტერს" 30 წლის ბელგიელი ფეხბურთელი მხოლოდ
2 მილიონი ევრო დაუჯდება.