რამოდენიმე წუთის წინ დამთავრდა ამხანაგური მატჩი "ინტერსა" და "კოპერს" შორის. როგორც მოსალოდნელი იყო "ინტერი" სრულ უპირატესობას ფლობდა და 2-0 მოიგო მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო, ბრწყინვალე შანსი ქონდა ტაიმის ბოლო წუთზე დიეგო მილიტოს, მეკარე მოატყუა კარშიც დაარტყა მაგრამ მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი,მანამდეც ქონდათ "ინტერის" ფეხბურთელებს გოლის გატანის შანსები მაგრამ ხან ინტერელები ვერ ვარგობდნენ გადამწყვეტ მომენტში ხან კოპერის მცველები და მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე. აქტიურები იყვნენ კოუტინიო,ძანეტი,მბაიე და გუარინი. მეორე ტაიმიც ინტერის შეტევებით დაიწყო, 56 წუთზე კოპერის საჯარიმოსთან ახლოს ჯარიმა დაინიშნა, ჯარიმის შესრულება გუარინმა ითავა და როგორც ვნახეთ ბრწყინვალედაც გაართვა თავი, გუარინს ჩაწოდებულ ბურთს ვალტერ სამუელმა თავი დაუხვედრა და კოპერის მეკარე უძლური იყო. 1-0. მეორე გოლი კი კოუტინიომ შექმნა 81წუთზე, შექმნა გოლი შედევრი, საჯარიმოს გარეთ ორი ფეხბურთელი მოატყუა, საჯარიმოსი შეიჭრა და არც იქ დაინდო კოპერის მცველები, შედეგად 2-0.