Lancenet-ის ცნობით, მილანის "ინტერმა" ბრაზილიურ "სან-პაულუს" 25 მლნ. შესთავაზა ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკას მოურას სანაცვლოდ. ამავე წყაროს ცნობით, ბრაზილიელის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას ლონდონის "ჩელსიც" აპირებს, რომელიც მზადაა იტალიურ კლუბზე 5 მილიონით მეტი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ნიჭიერმა ბრაზილიელმა არ გამორიცხა, რომ ბრაზილიას ამ ზაფხულს დატოვებს.
|