
ორივე სათაურში ნახსენები ფეხბურთელი ძალიან მალე თავისუფალი აგენტი ხდება. იტალიური პრესა იტყობინება, რომ "ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი "ჯუზეპე მეაცაზე” ორ გამოცდილ ფრანგ ნახევარმცველს მიიწვევს – ფლორან მალუდასა და მატიე ფლამინის. "ჩელსისა” და "მილანის” ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ერთი თვის შემდეგ ეწურებათ, სწორედ ამიტომ, ფლორანი და მატიე "ნერაძურის” უფასოდ შეუერთდებიან. შეგახსენებთ, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, 2012/2013 წლების სეზონში, "ჩელსის” მიერ ჩატარებულ არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ გამოჩენილა მოედანზე, ფლამინიმ კი იტალიის ჩემპიონატში 18 შეხვედრა ჩაატარა და თავი ოთხი გატანილი გოლით გამოიჩინა. წყარო: Tuttosport
|