"ტრანსფერმარკეტის” ცნობით, მილანის "ინტერი” ლონდონის "არსენალთან” ბაქარი სანიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს. 29-წლის ფრანგი მცველი "მეთოფეებთან” ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა, ასე რომ ლონდონიდან მის აბარგებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე ვარაუდობენ. შესაძლო ტრანსფერის თანხა არ სახელდება. სანიას "არსენალთან” ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ფეხბურთელი ჩრდილოლონდონურ კლუბში დარჩენას არ აპირებს.
|