მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდში "ჯენოას” თავდამსხმელ მარკო ბორიელოს შეძენას ეცდება.
შეგახსენებთ, 30 წლის ფორვარდი "ინტერთან” გასამართი მატჩის წინ განაცხადიდან იმის გამო ამოწერეს, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე კლუბის დირექტორ რინო ფოსკის წაეჩხუბა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეს კონფლიქტი შესაძლოა ბორიელოს გუნდიდან წასვლის კატალიზატორად იქცეს. "ინტერი” ფორვარდს ეძებს, რათა გრძელი სეზონის მსვლელობისას დიეგო მილიტოს ღირსეული შემცვლელი ჰყავდეს და ბორიელოთი ამის გამო დაინტერესდა. მილანელები "ჯენოას” ფეხბურთელების გაცვლის ვარიანტს სთავაზობენ და მზად არიან, მარკოს სანაცვლოდ მცველი მატიას სილვესტრი დათმონ.
daca militos shemcvlelad too martoo es unda daitrioon?moratis dedas gitireb tu martla es qenii she bozo aseti siri fexburtelebit aawye klubi da seria ashi darchenac ocnebat gveqnebaa