მილანის "ინტერის” სამწვრთნელო შტაბი დორტმუნდის "ბორუსიას” ფორვარდით, რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა და მზადაა, მასში 25-30 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ნერაძურის” წარმომადგენლები სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, მაგრამ უპირატესობას ლევანდოვსკის ანიჭებენ.
იტალიური გამოცემების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდელთა პოლონელი მეგოლის შეძენა კიდევ ერთ იტალიურ გრანდს, ტურინის "იუვენტუსსაც” სურს და უკვე მოლაპარაკებაც წამოუწყიათ. შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში "ბორუსიას” რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
|