დღეს უკვე ვწერდით, რომ მილანის "ინტერი” ახლოს გახლდათ აზიის თასის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, იაპონიის ნაკრებისა და ჩეზენას მცველის, იუტო ნაგატომოს გადაბირებასთან და აი, რამდენიმე წუთის წინ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, "ნერაძურიმ” აზიელი არენდით აიყვანა, თუმცა "ჩეზენასთან” დავალიანებასთან ერთად ამიერიდან "სავაჭრო მოთხოვნებიც” ექნება, რამეთუ მილანელთა ახალგაზრდა მცველი დევიდე სანტონი ამიერიდან სწორედ ამ გუნდში, ასევე არენდის წესით იასპარეზებს.
ინტერის ოფიციალურ საიტზე მილანელთა ხელმძღვანელობა ნაგატომოს გუნდში მისვლას მიესალმა და მას აზიური ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი უწოდა. ორივე გუნდმა კმაყოფილება გამოთქვა სანტონის საკითხის მოგვარების გამოც, "ნერაძურიში” ამ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის ქონის შანსის გამო არიან ბედნიერები, "ჩეზენაში” კი მასში ძლიერ მცველს ხედავენ, რომელიც სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.
დარჩით ჩვენთან და მიიღეთ ცხელ-ცხელი ინფორმაცია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ოთხი საათია დარჩენილი.
|