იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერს" ბერგამოს "ატალანტას" შემტევის, ხერმან დენისის შეძენა სურს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ინტერს" დენისი პაცინის შემცვლელად უნდა. როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით, იტალიელი თავდამსხმელი მილანურ გუნდს დატოვებს. გასული სეზონი, დენისმა "ატალანტაში" არენდის წესით გაატარა. სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში, მან 16 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, ბერგამოელებმა არგენტინელი "უდინეზედან" გამოისყიდეს.
|