მილანის ინტერი ტულუზას ნახევარმცველით, ფრენკ ტაბანით დაინტერესდა და მის შეძენასაც კი გეგმავს. ნერაძურების ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 23 წლის ფეხბურთელში უკვე შესთავაზეს კლუბის ხელმძღვანელობას 4 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ტაბანი პირველ ლიგაში ასპარეზობს და ტულუზას შემადგენლობაში 50 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელი როგორც ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე მარცხენა ფლანგის შეტევაშიც მშვენივრად ართმევს თამაშს თავს. 24 შეხვედრიდან საფრანგეთის ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა.
|