ორშაბათი, 23.12.2024, 05:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » მარტი » 28 » ინტერული ამბები
05:03
ინტერული ამბები




ნეიმარს გული იტალიისკენ მიუწევს


ინტერი ლუსიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს


მილანთან კივუც საეჭვოა


მადონინაში ვან ბომელის თამაში საეჭვოა






ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ნეიმარი აცხადებს, რომ სანტოსში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მომავალში, იგი იტალიის სერია A-ში თამაშს ისურვებდა.
ზოგადად ევროპული ფეხბურთი მიზიდავს, მაგრამ ჩემი მიზანი მაინც იტალიაში თამაშია. სერია A-ში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სანტოსშიც ბედნიერი ვარ – ციტირებს დღეს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კარში 2 გოლის გამტანი ნეიმარის სიტყვებს Gazzetta dello Sport.






Gazzetta dello Sport-ის ცნობით ინტერმა ბრაზილიელ მცველთან მოლაპარაკებები დაიწყო კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.

გამოცემის თანახმად კონტრაქტი გათვლილი იქნება 2013 წლამდე.

ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუსიო თავის ყოფილ კლუბში, მიუნჰემის ბაიერნში დაბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.





რამდენიმე დღის წინათ, მილანში არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, ორ აპრილს გასამართ მადონინაში ფავორიტად "ინტერი” ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნერაძურის ფაქტობრივად დაცვის გარეშე მოუწევს თამაში. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, "ინტერს” კრისტიან კივუც დააკლდება.
30 წლის რუმინელმა მცველმა, ტრავმა ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო და თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, "მილანთან” მისი თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ,რომ მილანთან ინტერს ტრავმირებული სამუელი და დისკვალიფიცირებული ლუსიო ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა რანოკიას თამაშიც. თუ კივუმ უახლოეს ერთ კვირაში ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება, მაშინ მილანთან, დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, მატერაცი-კორდობას დუეტი ითამაშებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, კორდობას 21 მატჩი აქვს ჩატარებული (15 სასტარტოში), მატერაცის კი – მხოლოდ 5 (4 სასტარტოში).






2 აპრილს გასამართ მადონინას რომ ორივე მილანური გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდება, ეს უკვე ცნობილია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ქალაქურ დერბიშ მილანს მარკ ვან ბომელიც დააკლდეს.
ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ტრავმა სანაკრებო ვარჯიშის დროს მიიღო. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ვან ბომელის გამოჯანმრთელებას.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს, მილანურ დერბიში, იბრაჰიმოვიჩის, პირლოს, ინძაგის, ამბროზინისა და იანკულოვსკის გარეშე მოუწევს თამაში.




ნეიმარი




ნანახია: 662 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 inter  
1
flagbrazil flagbrazil flagbrazil flagbrazil flagbrazil

Dzan MInda Nilmari Intershi Gadmovides :) Umagresi PorvardiA

heart heart heart heart heart


2 nerazuri  
2
sagol kai statiaa....mec dzan minda neimaryis gadmosvla intershi flag3

3 interist  
2
es deda motynuli dawerett rame militoze ra xdebaaa kide tranva aqqqq ver gavigeee agar gamodis admon ragac gagavagebie raaa

4 levani  
2
es rom intershi gadmovides ravi ronaldos ara magram bevr fexburtels daavicyebinebs interis fanebs da chvenc ra tqma unda axali romario dzaan magaro fexburtelia

5 intereli  
2
interist
milito ukve varjishobs da dziritadshi tu ara zamenaze mainc iqneba derbishi... valter samuelma ki individualurad daiwyo sirbili da varjishi

6 forza-inter  
0
auuuuuuuuuu ra codo kacia :D:D:D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter