იაპონიაში მომხდარი უბედურებებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ გაიმართა ბრეშია-ინტერის დაპირისპირება და რასაკვირველია მოედანზე ყველაზე მძიმედ "ნერიაძურის" მცველი იუტო ნაგატომო გრძნობდა თავს: "ეს იყო ნამდვილი კოშმარი, მე შოკირებული ვიყავი. არ მეგონა თუ შევძლებდი საერთოდ თამაშს ამ ყველაფრის შემდეგ."
ის თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, "ნერიაძურის" მხრიდან ერთადერთი გოლი კამერუნელმა სამუელ ეტო'ომ გაიტანა, ვინც გატანილი ბურთი თავის თანაგუნდელსა და მის ხალხს მიუძღვნა.
მთლიანობაში იაპონიაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა საბედნიეროდ ეს უბედურება არ შეხებია ნაგატომოს ოჯახის წევრებს: "ჩემს ოჯახს ახლა არაფერი ემუქრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად კლუბსა და გულშემატკივრებს თანადგომისთვის. მსურს წარმატებას მივაღწიო ინტერთან ერთად და ჩემი კარგი თამაშით ყველა თანამემამულე გავახარო. -დაასრულა იაპონელმა.
|