პორტუგალიური "პორტუს” თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი, მილანის "ინტერის’ ინტერესთა სფეროში მოექცა. Goal-ის ცნობით, 26 წლის კოლუმბიელისთვის ბრძოლაში, სწორედ "ნერაძურია” მთავარი ფავორიტი.
ხსენებული წყაროს ინფორმაციით, მილანელები მარტინესის შეძენას იანვრის სატრანსფერო სეზონშივე ეცდებიან. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისათვის, მარტინესის გადაბირებით ლონდონის "ჩელსი” და მადრიდის "ატლეტიკოც” არიან დაინტერესებულნი.