ჯენოა კონტრაქტს სთავაზობს იტალიის ნაკრებისა და ”ინტერის” ფორვარდ ანტონიო კასანოს. კასანოს გასული სეზონის ბოლოს კონფლიქტი მოუვიდა ”ნერაძურის” შეფობასთან და გუნდში გაჩერება აღარ სურს.
კასანოს გარდა ”ჯენოას” ”ინტერის” კიდევ ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს. ესენი არიან არგენტინელი ნახევარმცველები, რიკი ალვარესი და გილერმე ბაროს შელოტო. გენუელები იმედოვნებენ, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ვალტერ მაძარი მათ სამსახურზე უარს იტყვის.
|