შეგახსენებთ, რომ "ინტერი" სერიოზულად იყო დაინტერესებული "ნაპოლის" მცველით კამილო ზუნიგათი, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტიმ ფეხბურთელის გაყიდვა არ მოისურვა. ლაურენტიმ ზუნიგას მხოლოდ 18 მილიონად დათმობს რაც ძალიან არარეალურია, რადგან ზუნიგას კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2014 წელს ეწურება. როგორც ჩანს "ნაპლის "პრეზიდენტი ძალიან ნაწყენია ყოფილ მწვრთნელზე ვალტერ მაცარიზე რომელმაც "ნეაპოლელები" "ინტერში გაცვალა". დე ლაურენტი საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, რადგან 2014 წელს ზუნიგა თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გადმობირება "ინტერს" უფასოდ შეეძელაბ, როგორც იცით ფეხბურთელს ყოფილ მწვრთნელთან ვალტერ მაცარისთან ერთად "ინტერში" თამაში სურს. ტრანსფერი ჩაიშალა და "ინტერი" გეგმა "ბ"-ზე გადავიდა და ეს არის "უდინიზეს" მცველი დუშან ბასტა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 8-10 მილიონია.