ინტერის მარცხენა მცველი, კრისტიან კივუ, გუშინ, ბარისთან გამართულ მატჩში ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
მიმდინარეობდა შეხვედრის მე-60 წუთი, როდესაც რუმინელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველს, მარკო როსის მუშტი სახეში უთავაზა. მართალია, აღნიშნული ეპიზოდი შეხვედრის მსაჯებს გამოეპარათ, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა კივუ მაინც დასაჯა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით.მატჩის შემდეგ, კივუმ ბოდიში მოიხადა და განაცხადა: "პატიებას ვითხოვ. თავს იდიოტად ვთვლი”.
შეიძლება კაი დასკვნას ვერ ვაკეთებ მაგრამ მგონი პირველად როსიმ ატაკა თითი სახეში, ხელს ისე უშნოდ ტოვებს უკან.... ისე მაინც ვერ გავამართლებ კივუს... ახლა დისკვალიფიკაცია იქნებოდა?!