რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი მონაცემები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არსებობს ბევრი მოთამაშე ჩემზე უკეთსი.
"ინტერი"? ეს არის ჩემთვის საუკეთესო კლუბი და ამ კლუბში მოსვლა ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, მითუმეტეს ის რომ მათ თვითონ მომცეს 10 ნომერი, მე ეს არ მომითხოვია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
სამწუხაროა რომ ჩვენ გვქონდა ცუდი სეზონი და ვერ გავედით ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ჩვენ ახლა გვყავს ახალი მწვრთნელი და ვფიქრობ შემდეგი სეზონი ძალიან კარგი იქნება.
სტრამაჩიონი? მე ის არასოდეს დამავიწყდება და ყოველთვის მადლობელი ვიქნები ნდობისთვის რომელიც მან მომცა, საშუალება მეთამაშა ბევრ მატჩში და გამომევლინა საკუთარი თავი, ის ახალგაზრდა მწვრთნელია და დიდი დრო აქვს გახდეს კარგი მწვრთნელი. ვწუხვარ რომ მას მოუწია "ინტერის" დატოვება.
მაცარი? ვფიქრობ მასთან მუშაობა სასიამოვნო იქნება, საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, ჩემი როლი მოედანზე? ჯერ არ ვიცი ეს გაირკვევა ივლისში, მიმაჩნია რომ მაცარი შესანიშნავი მწვრთნელია, ეს მან "ნაპოლშიც" დაამტკიცა.
სერია-ა? აქ თამაშობენ გუნდები რომლებიც ორიენტირებულები არიან დაცვაზე და რთულია გარღვევა, იტალიური ჩემპიონატი საკმაოდ რთულია, თუმცა მე უკვე შევეჩვიე.
სად მინდა ვითამაშო? მე მინდა ვითამაშო ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მე უნდა ვითამაშო წინ თუ უკან დახეული ნახევარმცველის პოზიციაზე.
მორატი? ის დიდი პიროვნებაა, ჩვენ ბოდიშს ვუხდით ცუდი მატჩებისთვის, ვპირდებით, რომ მომავალ სეზონში ბევრჯელ გავახარებთ. ევროპის ლიგაზე არ ყოფნა? შეიძლება ეს ბევრისთვის ცუდია, მაგრამ ჩემთვის კარგია, რადგან მეტად ორიენტირებულები ვიქნებით შიდა ჩემპიონატზე.