პარის სენტ-ჟარმინის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ ფრანგულმა გუნდმა ნაპოლიდან ეზეკილ ლავეცი იყიდეს და მასთან 2016 წლამდე გააფორმეს კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში 2007 წელს ჯენოადან გადავიდა, მანამდე კი სან ლორენცოში თამაშობდა.
არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეზეკილის შეძენით პსჟ-ს გარდა კიდევ მანჩესტერ სიტი და ინტერი იყვნენ დაინტერესებულნი.
|