ლეონარდოს და ლუის ვან გაალის კომენტარები +ფოტო
23 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მილანის "ინტერი” და მიუნხენის "ბაიერნი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ გამარჯვება გერმანელებმა მოიპოვეს (0:1). ერთადერთი გოლი მარიო გომესმა გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები კლუბებსი მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.
ლეონარდო (ინტერი) : გოლი ყველასთვის მოულოდნელობა იყო, მეგონა, შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდებოდა. ჩემი აზრით, უსამართლო შედეგი დაფიქსირდა. მართალია, ძლიერი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ბურთს კარგად აკონტროლებდა და ფლანგებიდანაც აქტიურად უტევდა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები ზონების დაკეტვას მაინც ახერხებდნენ. გომესმა გოლი ისეთ დროს გაიტანა, როდესაც ანგარიშის გათანაბრებაზე ფიქრი უკვე გვიანი იყო. გერმანიაში მოგება შეგვიძლია, რთული თამაში გველოდება. დღეს, უბრალოდ არ გაგვიმართლა”.
ლუის ვან გაალი (ბაიერნი): ამ შეხვედრაში 10 საგოლე მომენტი გვქონდა "ინტერს” - 8. ლამაზი თამაში იყო, რომელშიც გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი მქონდა გოლს უფრო სწრაფად გავიტანდით, რადგან ნერაძური მალე დაიღალა. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. შესვენებისას ფეხბურთელებს მოვთხოვე, შეხვედრაზე კონტროლი საკუთარ თავზე აეღოთ. მანამდე პირველი ტაიმი ისე ჩავატარეთ, თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. მეორე ტაიმში უკეთესად ვიასპარეზეთ და გოლის გატანაც მოვახერხეთ. მინდა გამოვყო თომას კრაფტის თამაში. ის კარგად გამოიყურებოდა კარის ხაზზე, ასევე უნდა აღინიშნოს მისი რეაქციაც.
ფოტოები
|