მილანის ინტერის მთავარი მწვრნელი, ლეონარდო მიიჩნევს, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირება, სკუდეტოს ბედს ვერ გადაწყვეტს. აღნიშნული განცხადება ლეონარდომ მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გუნდმა ლეჩე დაამარცხა და ლიდერ მილანთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. არ მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც დერბის მოიგებს, სკუდეტოს აუცილებლად დაეუფლება. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ და მილანს 7-7 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ბევრია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ლეჩესთან მოგების შემდეგ, დერბის ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით და "მილანს” მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით. სწორედ ამიტომ, მადონინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football Italia.
|