წარსულში მილანის, ამჟამად კი ინტერის ბრაზილიელი დამრიგებელი, ლეონარდო აცხადებს, რომ მისი ლეგენდარული თანამემამულე, რონალდო ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია.
"ვფიქრობ, რონალდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდია. დღესდღეობით, მესი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ პირადად ჩემთვის, მარადონასა და პელეს შემდეგ, მხოლოდ რონალდო დგას. მის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ვუყურე და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სიმბოლოს ვკარგავდით” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal. ბრაზილიის ნაკრებში, რონალდო და ლეონარდო ერთად 8 წლის განმავლობაში, 1994-2002 წლებში თამაშობდნენ. მათ ერთად მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატი (1994 წელს), კოპა
|