ხუთშაბათი, 02.05.2024, 16:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » ლევანდოვსკი “დორტმუნდს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს
15:11
ლევანდოვსკი “დორტმუნდს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს


გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია” მომავალი წლის ზაფხულში საკუთარი გუნდისა და პოლონეთის ეროვნული გუნდის ლიდერს, თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის დაშორდება.
Bild-ის ინფორმაციით, 24 წლის ლევანდოვსკის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და დორტმუნდელებმაც მისი გასხვისება გადაწყვიტეს, რათა მერე უსასყიდლოდ არ დაკარგონ.
"სეზონის დასრულების შემდეგ ლევანდოვსკის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია” - განაცხადა გერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
ლევანდოვსკის შეძენით დაინტერესებას იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი” და მილანის "ინტერი” იჩენენ. მილანელებმა ის თანხაც დაასახელეს, რომელსაც პოლონელის სანაცვლოდ გაიღებენ - 25-30 მილიონი ევრო.
ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი” მზადაა ლევანდოსკის სანაცვლოდ დორტმუნდელებს ედინ ჯეკო დაუთმოს. რობერტის შეძენის სურვილი აქვს კიდევ ერთ მანჩესტერულ გრანდს - "იუნაიტედს”.
"დორტმუნდის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ლევანდოვსკის შეძენის სურვილით მისთვის ამ დრომდე ოფიციალურად არავის მიუმართავს. პოლონელი "ბორუსიას” ღირსებას 2010 წლიდან იცავს და ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგის 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
 

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 585 | დაამატა: Zanetti | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 marga  
0
aramgonia intershi gadmovides

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter