ტურინის იუვენტუსის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩანო მოჯი მოახლოებული იტალიური დერბის წინ პროგნოზს აკეთებს. მოჯის განცხადებით, მისი გული იუვენტუსს ეკუთვნის, მაგრამ ინტერი ტურინელებზე ძლიერი გუნდია და იტალიურ დერბიში ფავორიტები სწორედ მილანელები არიან. ჩემი გული იუვენტუსისთვის ძგერს, მაგრამ გონება მკარნახობს, რომ ინტერი მოიგებს. დღესდღეობით, მილანელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათი ფეხბურთელები ჩვენებზე ძლიერები არიან. გარდა ამისა, ლეონარდოს გუნდს სნეიდერიც დაუბრუნდა – წერს მოჯი Tuttomercatoweb-ზე, საკუთარ სვეტში.
|