"ინტერის" ყოფილი მცველი ბრაზილიელი ლუსიო ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად გახდება ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი. "იუვენტუსსი" ლუსიო პრემიების და ბონუსების გარეშე წლიურ გასამრჯელოდ 2,3 მილიონ ევროს მიიღებს, საუბარია 2 წლიან ხელშეკრულებაზე. გასულ კვირას "ინტრმა" და ლუსიომ ურთიერთ შეთანხმების ნიადაგზე გაწყვიტეს კონტრაქტი და ბრაზილიელმა უმალ "ბინკონერისთან" წამოიწყო მოლაპარაკება.
|