ბრაზილიური სან პაულუს ნახევარმცველი ლუკას მოურა მილანის ინტერში გადასვლას არ გამორიცხავს. მოგეხსენებათ, ნერაძური სერიოზულადაა დაინტერესებული 19 წლის შემტევის შეძენით.
ინტერი დიდი კლუბია. იქ თამაში ყველას სურს და ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. ვიცი, რომ მამაჩემი და ჩემი აგენტი მილანელებს ელაპარაკნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. სიმართლე გითხრათ, ახლა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებზე ვფიქრობ, - განუცხადა ბრაზილიის ამომავალმა ვარსკვლავმა Folha de Sao Paulo-ს.
ცნობისათვის, ბრაზილიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებთან ერთად, ლუკას მოურას ეროვნულ გუნდშიც აქვს ნათამაშები 15 მატჩი.
|