დღეს დილით სამედიცინო შემოწმების გასავლელად ტურინს ბრაზილიელი მცველი, ლუსიო ესტუმრა.34 წლის უკანახაზელი ჯანმრთელობის ტესტს ფორნაკას კლინიკასა და Istituto di Medicina dello Sport – ის სამედიცინო ცენტრში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ სელესაოს ყოფილი კაპიტანი ბოლოს მილანის "ინტერში” ასპარეზობდა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბებერ ქალბატონს შეუერთდება.
|