იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ლუსიოს ტურინის "იუვენტუსის” ფეხბურთელობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე 34 წლის უკანახაზელი ბიანკონერებს უფასოდ შეუერთდება და კლუბთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 2-2,5 მილიონი ევრო იქნება.ხელშეკრულება გუნდსა და მოთამაშეს შორის სავარაუდოდ ოთხშაბათს გაფორმდება.მილანის "ინტერის” ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდური შემოთავაზებები "მალაგასა” და "ფენერბაჰჩედან” ჰქონდა, მაგრამ ლუსიომ თამაში იტალიის ყველაზე ტიტულოვან გრანდში ამჯობინა.ანტონიო კონტეს მეოთხე მცველი შემადგენლობის როტაციისთვის სჭირდება, მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ტურინელებს სამ სხვადასხვა ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა.გარდა ლუსიოსა, ბებერი ქალბატონის ინტერესთა სფეროში ანდრეა რანოკია და ბრუნო ალვეში იყვნენ, იტალიელი მცველის გასხვისებაზე ნერიაძურიმ უარი განაცხადა, ბრუნო ალვეშის შემთხვევაში კი, როგორც სჩანს, თავად ჯუზეპე მაროტამ შეიკავა თავი.ლუსიოსთან ერთად, ტურინულ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე კვირაში კვადვო ასამოამ, მაურისიო ისლამ და პოლ პოგბამ უნდა გააფორმონ.
|