იტალიური ინტერის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, მაიკონმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ ზაფხულში მადრიდის რეალში გადადის.კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში, მან განაცხადა, რომ მილანში ყველაფერი აკმაყოფილებს და გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზაფხულში რეალში ვაპირებ გადასვლას, სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა ინტერისთვის გადამწყვეტი პერიოდი დგება, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია A-ში და ჩემი ფიქრები მხოლოდ გუნდის წარმატებას უკავშირდება. ინტერის მაისურით მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები და თავს არ ვზოგავ. გუნდში არსებული სიტუაცია მომწონს და მილანში ცხოვრებითაც კმაყოფილი ვარ. აქედან წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს - განაცხადა მაიკონმა. ინტერი იტალიის სერია A-ში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ მილანს 5 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ნერაძურიმ მილანში ბაიერნთან 0:1 წააგო და განმეორებითი მატჩი მიუნხენში ელის. რაც შეეხება 29 წლის მაიკონს, ის ინტერში 2006 წლიდან გამოდის და სერია A-ში ჩატარებულ 144 შეხვედრაში, 13 გოლი გაიტანა.
|