სან-პაულუს” 19 წლის ნახევარმცველის ლუკას მოურას მენეჯერმა ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, რომ მისი კლიენტის "მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი ჩაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, "სან-პაულუს” ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში დაახლოებით 30 მილიონი გირვანქის მიღება უნდა, მაგრამ მანჩესტერელთა შეთავაზება გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. "მათ საკუთარი ლიმიტი ამოწურეს. ლუკას მოურა არ წავა. ის "სან-პაულუში” ბედნიერია. ეს თემა უნდა დავივიწყოთ. მისი წასვლის შანსი აღარ დარჩა. "მანჩესტერ იუნაიტედმა” შეთავაზება გააკეთა, რომელიც უარვყავით, ხოლო ახალს აღარ გააკეთებენ, რადგან თავისი ლიმიტი ამოწურეს” –განაცხადა რიბეირომ UOL-თან ინტერვიუში. აქვე გეტყვით, რომ მოურა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
|