ინტერმა ზაფხულისთვის სატრანსფერო მიზნები დასახა. ინტერნეტ-გამოცემა Tutto Mercato Web-ის მტკიცებით, სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმო მორატი "ნაპოლის" ლიდერის, მარეკ ჰამშიკის შეძენას ეცდება. 23 წლის სლოვაკი ნახევარმცველი, რომელსაც ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, დაახლოებით 25 მილიონი ევრო ღირს. არ არის გამორიცხული, რომ ნერაძურიმ გარიგებაში თავისი რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს. აღსანიშნავია, რომ ინტერი ერთადერთი არაა, ვისაც ჰამშიკის ხელში ჩაგდება სურს. სლოვაკ ნახევარმცველზე, რომელიც "ნაპოლიში" 2007 წლის ზაფხულიდან თამაშობს (150 მატჩში 44 გოლი), პრეტენზიას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონაც" აცხადებენ, თუმცა, "ინტერს" კონკურენტებზე ის უპირატესობა აქვს, რომ თვითონ ჰამშიკს იტალიის დატოვება არ სურს.
|