”ინტერის” სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ ინტერვიუ მისცა გაზეთ ”Libero”-ს, სადაც შეეხო სხვადასხვა საკითხებს, მატ შორის სნეიდერი ტრანსფერს:
ამჟამად თქვენ უკვე სატრანსფერო ბაზარზე ხართ გადართული?
რთულია უარყო, რადგან ბაზარი უკვე ღიაა.. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ გუნდის გაძლიერებაზე, ახლა კი ის პერიოდია როდესაც შეიძლება გავაკეთოთ ოფიციალური ტრანსფერები.
რა არის მთავარი მიზანი?
მთავარი მიზანი იგივეა, შევამციროთ ხელფასები და ხარჯები და შევქმნათ კონკურენტუნრიანი გუნდი, ჩვენ უნდა შევამოწმოთ შეგვიძლია თუ არა გადაადგილება ჩვენი ინვესტიციებით.
გაქვთ რაიმე იდეები, თუ როგორ შეიძლება ხარჯების შემცირება?
ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები გაყიდვის, ჩვენ ვიცით რამოდენიმე კლუბი რომელიც მზად არის სატრანსფერო ბაზარზე სამუშაოდ ესენია ”მონაკო”, ”პსჟ”, ორი კლუბი ესპანეთიდან, ერთი ინგლისური და ერთი გერმანული.
”ინტერი” აპირებს ბევრი ფეხბურთელის გაყიდვას?
ამ საკითხს განვიხილავ მწვრთნელთან ერთად, როგორც კი სარფიანი შემოთავაზება მოვა.
თქვენ მიგიღიათ წინადადება ფეხბურთელებზე?
დიახ, მივიღეთ რამოდენიმე შეთავაზება,მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით.
ჰანდანოვიჩი?
ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეზე, მაგრამ კონკრეტული არაფერია, ჩვენ ბევრჯელ შევხვდით ”ბარსელონას” სპორტულ დირექტორს და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ტრანსფერზე საუბარი არც კი ყოფილა.
არიან ისეთები ვინც ბოლო თვეებში ხშირად გაკრიტიკებენ..
მე ყოველთვის მაკრიტიკებენ.. მაგრამ მე ვასრულებ კონკრეტულ დავალებას რომელისაც მაძლევს კლუბი, შევამცირო ხელფასები და ამავე დროს გავაკეთო კონკურენტუნარიანი გუნდი რათა იბრძოლოს ტიტულებისთვის( მე შევასრულე ეს დავალება შევამცირე ხელფასები 48 მილიონით)
ნიშნავს ეს იმას რომ თქვენ არავის იყიდით?
აბსოლიტურად არა. უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ჩვენ შვიძინეთ ბევრი ფეხბურთელი, ჰანდანოვიჩი, კოვაჩიჩი, გუარინი, ჟუან ჟესუსი..და ბევრი სხვა..ჩვენ განვახორციელედ ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფერი კამბიასო( უფასოდ), მაიკონი(6,5 მილიონი) მაქსველი( უფასოდ) ვიერა ( 10 მილიონი) სამუელი( 15 მილიონი) მილიტო და მოტა( 18 მილიონი+ 5 ფეხბურთელი) პანდევი( უფასო) ლუსიო( 5 მილიონი) სნეიდერი( 15 მილიონი) და ეტო იბრაგიმოვიჩის გაცვლა( ბარსელონამ დაგვიმატა +50 მილიონი) ასე რომ თქვენ ვერ იტყვით რომ ჩვენ არ ვმუშაობთ კარგად.
სიტუაცია რთულია ბიუჯეტი ძალიან შემცირდა?
დიახ, ბევრი რამ შეიცვალა ბოლო 2 სეზონი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავდასხმას ბაზარზე, ჩვენ ველოდებით საჭირო დროს და მომენტს რომ რაც შეიძლება ნაკლებ ფასად შევიძინოთ ფეხბურთელი.
ამბობენ რომ თქვენ სამუშაო რეკომენდაციით მიიღეთ..
ეს სიცრუეა, რეკომენდაციით ვმუშაობდი ადრე ძველ კარიერაში, მაგრამ არა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
სნეიდერის ბოლო ინტერვიუ თქვენ გეხებოდათ ის უკმაყოფილო და ნაწყენია თქვენზე?
სნეიდერი მაშინ შევიძინე როდესაც აღარ შედიოდა ”მადრიდის რეალის” გეგმებში, აქ მან მოიგო ყველაფერი და გახდა კანდიდატი ოქროს ბურთის. მან იცის სიმართლე. ჩვენ არ მიგვიღია შემოთავაზებები არც-ერთი კლუბსგან გარდა ”გალათასარაი”. ჩვენ განვიხილეთ წინადადება და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. წინა ზაფხულს ვესლიმ აჩვენა შესანიშნავი თამაშები და გახდა საკუთარი ნაკრების კაპიტანიც, მაგრამ შემდეგ მან მიიღო ტრავმა ”ჩიევოსთან” მატჩზე. მე მას ვთხოვე შეხვედრა მისი კონტრაქტის ერთი პუნქტის განსახილველად, მან იმუშავა ცოტა, მაგრამ უნდა მიეღო ბევრი და სწორედ ამის განხილვა გვინდოდა, ჩვენ მას ყველანაირად შეუწყობდით ეკონომიკური თვალსაზრისით ხელს, მისი წასვლა გადაწყდა ეკონომიკური თვალსაზრისის გამო მან არც კი ისურვა ჩემთან შეხვედრა და მოხდა ის რაც მოხდა.
და შემდეგ ეს ცნობილი გახდა ოფიციალურად ტელევიზიით..
და კიდევ ერთხელ.. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მისი მოვალეობა იყო შეგხვედროდა და განგვეხილა ყველაფერი, ადვილი არ იყო ჩვენთვის გაგვეყიდა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ეს მოხდა ეკონომიკური პრობლემების გამო, რომელიც მან ვერ გაგვიგო.
და იგივე მოხდა სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით?
არა ზოგიერთი დაჯდა ჩვენთან მოსალაპარაკებლად, ზოგიერთთან კი გვექნება საუბარი უახლოეს პერიოდში..
მაცარი?
ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველდღე მის შესახებ..
პაულინიო არის მთავარი სამიზნე?
რა არის საჭირო კონკრეტულ სახელებზე საუბარი, მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის მოთამაშე რომელიც ნამდვილად გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა..
სტრამაჩიონი?
მან ყველაფერი გააკეთა გუნდისთვის და დაიხარჯა ბოლომდე, მაგრამ ეს არის ის რაც ხდება სპორტში..
და მთავარი მიზანი ”ინტერის”?
ჩვენი მიზანია შეიქმნას კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც იბრძოლებს ტიტულებისთვის და გავიდეს გუნდი ლიგაზე.
დიდი უკმაყოფილება მოყვა სკელოტოს და როკის ტრანსფერს..
ჩვენ როკი შევიძინეთ 300 ათას ევროდ , მაგრამ მან ბევრად მეტი გააკეთა ”ინტერში”, ვიდრე ჩვენ ველოდით. სკელოტო იყო სურვილი მწვრთნელის..