სამმა იტალიურმა კლუბმა - "უდინეზემ”, "იუვენტუსმა” და "ინტერმა” - შეთანხმებას მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩილეს ეროვნული ნაკრების მცველი მაურისიო ისლა კარიერას მილანურ კლუბში გააგრძელებს.
25 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ტურინულ კლუბში გაატარა და ყველა ტურნირში ჯამში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. "იუვენტუსთან” ერთად, მასზე უფლებების ნახევარი "უდინეზესაც” ეკუთვნის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გაორება მალე დასრულდება.
"ისლას "ინტერში” გადასვლა ძალზე რეალურია. საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს ვართ”, - განუცხადა ფეხბურთელის აგენტმა კლაუდიო ვაგჰეჯიმ TuttoMercatoWeb-ს. წინასწარი ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი ევრო იქნება.
es rad gvindoda ver vxvdebi gvaboleben ra :D ager juve exa iovetichs an iguans kidulobs da bolo informaciit tevestanac seicvala vitareba tu iuve moindomebs mis yidvaso upiratesobas chemi klienti iuventus aniwebso tevesis agentma da chven ras vshvebit juves dawunebuli igrokit vzlierdebit? es ro kargi yofiliyo lixtas sul mcired konkurecias mainc gauwevda
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]