შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა შედგა, რომელმაც ასეთი შედეგები მოიტანა: 1. რეალი (ესპანეთი) – ტოტენჰემი (ინგლისი), 2. ჩელსი (ინგლისი) – მანჩესტერი (ინგლისი), 3. ბარსელონა (ესპანეთი) – შახტარი (უკრაინა), 4. ინტერი (იტალია) – შალკე (გერმანია). პირველი მატჩები 5-6 აპრილს შედგება, განმეორებითი კი – 12-13 აპრილს. პირველი წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში მე-3 წყვილში უმჯობესს დაუპირისპირდება, ხოლო მეორესი – მეოთხისას. ნახევარფინალური შეხვედრები 26-27 აპრილსა და 3-4 მაისს შედგება. ჩემპიონთა ლიგის ფინალს 28 მაისს ლონდონური "უემბლი” უმასპინძლებს.
|