დიდი ჭკვიანი კაცი ჩანს "ინტერის"მთავარი მწვრთნელი ლეონარდო,რომელმაც გაითვალისწინა რა რაფა ბენიტესის შეცდომა, არ დაიწყო ახალი ველოსიპედის გამოგონება და გუნდს მაურინიოს სტილში ათამაშებს. ეგ კი არა, ამას წინათ,სულაც არ შერცხვენია და მორიდებია,მოუსთვის მობილური აყწკრიალებია და უკითხავს, შენ რომ იცი "ბაიერნის"დამარცხების რეცეპტი, ეგებ არ დამზარდე და მეც მასწავლოო. ტელეფონში მაგ ამბავს ასე მარტივად ვერ აგიხსნიო და ჟოზეს შეხვედრა დაუთქვამს. კარგა ხანს უჭიკჭიკიათ ძველი ძმაკაცებივით, შემდეგ კი ლეოს ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ის გაუნდია, რომ მაუმ გვარიანად დააკვალიანა. რამდენად კარგად გამოიყენებს ბრაზილიელი დარიგებას ,ამას ხვალ საღამოს შევიტყობთ.
|