სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს კარგ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. "რომასაც" და "მილანსაც", ბოლო 4 თამაში მოგებული ჰქონდა. ამის გათვალისწინებით, რომელიმე გუნდის ადვილად მოგება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ სწორედ ასე მოხდა - მიუხედავად შეხვედრის მიწურულს 2 ბურთის გაშვებისა, დედაქალაქელებმა მაინც იოლი 3 ქულა აიღეს. "ოლიმპიკოზე" გამართული თამაშის პირველ ტაიმში, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ "რომა" უფრო სახიფათოდ უტევდა, რაც ანგარიშზეც აისახა - მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მე-13 წუთზე, ბალძარეტის ჩაწოდების შემდეგ, თავი ბურდისომ გამოიჩინა. ათ წუთში, ფლანგიდან უკვე ტოტიმ ჩააწოდა და ამჯერად, თავით ოსვალდომ დაარტყა ზუსტად. მალევე, დე როსის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა ლამელმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთი იყო გასული, როდესაც ტაბლოზე "მილანისთვის" სამარცხვინო ანგარიში დაფიქსირდა - ბალძარეტის ფლანგურ ჩაწოდებას ლამელა გამოეხმაურა. ამის შემდეგ, უპირატესობა ხელთ "მილანმა" იგდო, მაგრამ სტუმრები ბრწყინვალედ მოთამაშე გოიკოეჩეას კარგა ხანი ვერაფერს უხერხებდნენ. 78-ე წუთზე, მარკინიოს მიერ ხელით განზრახ თამაში არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და "რომას" მცველს მოედანი დაატოვებინა, რის შემდეგაც, სტუმრებს გოლის გატანის მეტი შანსი მიეცათ. ალეგრის გუნდმა სამარცხვინო ანგარიშით წაგებას თავი აარიდა და ეს შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გოლებით მოახერხა. 87-ე წუთზე, პაცინიმ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და თავად გაიტანა, ხოლო ერთ წუთში, ცარიელ კარში ბურთს ადგილი "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბოიანმა მიუჩინა. წლის ბოლო ტური წარუმატებელი გამოდგა მე-2 მილანური გუნდისთვისაც. კვირა დღის პირველ მატჩში, "ინტერმა" გასავარდნ ზონაში მყოფ "ჯენოას" უმასპინძლა და მეტოქეს ქულა აჩუქა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, სტრამაჩონის შეგირდებმა მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცეს. 77-ე წუთზე, ინდივიდუალური ოსტატობით მეკარესთან პირისპირ გასულმა იმობილემ სტუმრები დააწინაურა. ათიოდ წუთში, კასანოს ჩაწოდების შემდეგ, კამბიასომ თავით ზუსტად დაარტყა. "ინტერს" 3 ქულის მოპოვების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მილიტოს კარგი გადაცემის შემდეგ, ცარიელი კარიდან ერთ მეტრში მყოფმა ლივაიამ ბურთი ძელს მოარტყა. 2012 წელი მე-2 ადგილზე დაასრულა "ლაციომ", რომელმაც ბოლო 5 თამაშიდან მეოთხე მოიგო. რომაელებს 3 ქულა ერნანესმა მოუტანა. გენუაში, "სამპდორიას" წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშში, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა. ამ თამაშში, "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა დელიო როსის, რომელიც თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა. "ლაციოს" გარდა, "ინტერის" ფეხის დაცდენით ისარგებლა "ფიორენტინამაც", რომელმაც მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ფლორენციელებმა სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ "პალერმოს" იოლად სძლიეს. ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, "სიენასთან" გასვლაზე იმარჯვა "ნაპოლიმ", რომელსაც, ახლახანს, 2 ქულა ჩამოაკლეს. ნეაპოლელებმა მაჯოსა და კავანის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით მოიგეს. ინტერი-ჯენოა 1:1 (0:0) მილანი, "ჯუზეპე მეაცა” 42000 ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, რანოკია, სამუელი, ჟუანი (კივუ 46), გარგანო (ლივაია 78), კამბიასო, ალვარესი (პერეირა 31), პალასიო, კასანო, მილიტო. მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი. ჯენოა (4-1-4-1): ფრეი, სამპირიზი, კანინი, გრანქვისტი, ანტონელი, ტოცერი, როსი (პისიტელა 72), კუჩკა, ბერტოლაჩი (ანსელმო 69/კრაინჩი 90), ვარგასი, იმობილე. მწვრთნელი: ლუიჯი დელნერი. გოლები: 0:1 იმობილე (77), 1:1 კამბიასო (85). გაფრთხილებები: რანოკია 26, კივუ 90+2 - ბერტოლაჩი 56, ანსელმო 70. მსაჯი: ანდრეა გერვაზონი. ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 11 (6)-5 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 4-5, სეივი: 1-5,ჯარიმა: 11-17. ატალანტა-უდინეზე 1:1 (1:1) ბერგამო, "ატლეტი აძური” 15000 ატალანტა (4-4-2): კონსილი, ლუჩინი, სტენდარდო, ბელინი, პელუზო, რაიმონდი, ჩიგარინი, კარმონა, ბონავენტურა, დე ლუკა (მორალესი 63), დენისი. მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი, ანჯელა, დანილო, დომიცი, ბასტა, პერეირა, პინცი, ბადუ, პასკუალი, მურიელი (ლაცარი 62), ფაბრინი (დი ნატალე 68). მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი. გოლები: 0:1 მურიელი (34), 1:1 დენისი (40, პენ). გაფრთხილებები: კარმონა 47, მორალესი 64 - დანილო 7, მურიელი 29, პინცი 31, დომიცი 39. მსაჯი: მარკო გუიდა. ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (5)-5 (3), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-4,ჯარიმა: 18-11. ბოლონია-პარმა 1:2 (0:0) ბოლონია, "რენატო დალ არა” 20000 ბოლონია (4-3-1-2): ალიარდი, მოტა, პორტანოვა, სორენსენი, ჩერუბინი (პასკუატო 78), პერესი (მორლეო 50), კრინი, ტაიდერი, დიამანტი, ჯილარდინო, გაბიადინი (კონე 51). მწვრთნელი: სტეფანო პიოლი. პარმა (4-3-3): პავარინი, ბენალუანე, სანტაკროჩე, ლუკარელი, გობი, მარკიონი, ვალდესი, პაროლო, ბიაბიანი (ამაური 80), ბელფოდილი, სანსონე (აკვა 69). მწვრთნელი: რობერტო დონადონი. გოლები: 1:0 სორენსენი (54), 1:1 ვალდესი (56), 1:2 სანსონე (66). გაფრთხილებები: პერესი 12, ჩერუბინი 43 - ბიაბიანი 13, ვალდესი 53, სანსონე 67, სანტაკროჩე 89. მსაჯი: კარმინე რუსო. ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 10 (6)-15 (8), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 7-0, სეივი: 6-4,ჯარიმა: 11-25. პალერმო-ფიორენტინა 0:3 (0:0) პალერმო, "რენცო ბარბერა” 17000 პალერმო (3-5-2): უიკანი, მუნიოსი (დიბალა 63), დონატი, გარსია, ჯორჯი (კურტიჩი 55), მორგანელა, არევალო რიოსი, ბარეტო, პიზანო, ბრიენცა (ზაჰავი 78), მიკოლი. მწვრთნელი: ჯანპიერო გასპერინი. ფიორენტინა (3-5-2): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, კუარდადო (კასანი 87), მილიაჩო, აკვილანი (პისარო 70), ვალერო (ფერნანდესი 81), პასკუალი, იოვეტიჩი, ტონი. მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. გოლები: 0:1 იოვეტიჩი (50), 0:2 იოვეტიჩი (83, პენ), 0:3 როდრიგესი (89, პენ). გაფრთხილებები: მუნიოსი 27, დონატი 82, პიზანო 85 - როდრიგესი 10, მილიაჩო 32, კუარდადო 54, კასანი 90+1. მსაჯი: დომენიკო ჩელი. ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 4 (1)-15 (10), კუთხური: 2-10, თამაშგარე: 5-0, სეივი: 7-1,ჯარიმა: 12-15. სამპდორია-ლაციო 0:1 (0:1) გენუა, "ლუიჯი ფერარისი” 23000 სამპდორია (4-3-1-2): რომერო, ბერარდი (დე სილვესტრი 58), გასტალდელო, როსინი, კოშტა, მუნარი, ობიანგი, კრსტიჩიჩი (სორიანო 46), პოლი, იკარდი (პოცი 68), ედერი. მწვრთნელი: დელიო როსი. ლაციო (4-5-1): მარკეტი, კონკო, ბიავა, დიასი, რადუ, მაური (სიანი 88), ერნანესი (კავანდა 82), ლედესმა, გონსალესი, ლულიჩი, კლოზე (ფლოკარი 90). მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი. გოლი: 0:1 ერნანესი (31). გაფრთხილებები: სორიანო 46, ობიანგი 80 - ლულიჩი 41, ბიავა 66, გონსალესი 76. მსაჯი: ნიკოლა რიცოლი. ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 8 (3)-8 (2), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3, ჯარიმა:12-21. სიენა-ნაპოლი 0:2 (0:0) სიენა, "ფრიული” 9500 სიენა (3-5-2): პეგოლო, დელაფიორე, კონტინი, ფელიპე, ბელმონტი (მანინი 69), ვალიანი (ბოგდანი 90), დ'აგოსტინო, ბოლძონი, რუბინი, კალაიო, როზინა (რეჯინალდო 74). მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი. ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანიარო, გამბერინი (პანდევი 68), ბრიტოსი, მაჯო, დონადელი, ბეჰრამი, ზუნიგა (მესტო 81), ჰამშიკი, ინსინიე (ელ კადური 85), კავანი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. გოლები: 0:1 მაჯო (86), 0:2 კავანი (90, პენ). გაფრთხილებები: კონტინი 77, ფელიპე 89. გაძევება: კალაიო 90. მსაჯი: ანდრეა დე მარკო. ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 2 (0)-12 (6), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-0,ჯარიმა: 9-14. ტორინო-კიევო 2:0 (2:0) ტურინი, "ოლიმპიკო” 15000 ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, მასიელო, ჩერჩი (ბაშა 90+1), ვივესი, გაცი, ბირსა (დ'ამბროზიო 83), ბიანკი, სანსონე (სგრინია 80). მწვრთნელი: ჯამპაოლო ვენტურა. კიევო (4-3-1-2): სორენტინო, სარდო, დაინელი, ანდრეოლი, დრამე (იოკიჩი 30), კოფიე, რიგონი (დი მიკელე 76), გუანა, ჰეტემაი, ტერო, პალოსკი (პელისიე 54). მწვრთნელი: ენიო კორინი. გოლები: 1:0 სარდო (12, ს.კ.), 2:0 გაცი (26). გაფრთხილებები: გლიკი 18, ჩერჩი 45, ბირსა 67, ვივესი 68 - ჰეტემაი 18, პელისიე 88. მსაჯი: ლუკა ბანტი. ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 7 (2)-5 (1), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-1, ჯარიმა:14-12. რომა-მილანი 4:2 (3:0) რომი, "ოლიმპიკო” 36000 რომა (4-3-3): გოიკოეჩეა, პირისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალძარეტი, პიანიჩი, დე როსი, ბრედლი, ლამელა (ფლორენცი 68), ოსვალდო (დესტრო 68), ტოტი (რომანიოლი 80). მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი. მილანი (4-3-3): ამელია, დე შილიო, მექსე, იეპესი, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი (მუნტარი 76), ნოჩერინო (პაცინი 56), რობინიო (ბოიანი 70), ბოატენგი, ელ შაარავი. მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. გოლები: 1:0 ბურდისო (13), 2:0 ოსვალდო (23), 3:0 ლამელა (30), 4:0 ლამელა (61), 4:1 პაცინი (87), 4:2 ბოიანი (88). გაფრთხილებები: ბურდისო 54, გოიკოეჩეა 87 - იეპესი 15, ამბროზინი 58, მექსე 81. გაძევება: მარკინიოსი 78. მსაჯი: ჯანლუკა როკი. ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10 (8)-14 (11), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-7, სეივი: 10-4,ჯარიმა: 14-20.
|