მილანის ინტერის ხელმძღვანელობა მანჩესტერ სიტის არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის ტრანსფერზე ჩაფიქრებულა. როგორც გაძეტა დელო სპორტი იუწყება, იტალიური გრანდი მომავალი სეზონისთვის ამ სეზონში დამტვერულ-დაჩეხილი დიეგო მილიტოს ალტერნატიულ შემცვლელს ეძებს და მილანში ფიქრობენ, რომ კარლიტო ტევესი იდეალური ვარიანტია.
2010 წლის დეკემბერში თავად არგენტინელმა ფეხბურთელმაც გამოთქვა სურვილი კლუბის დატოვებისა, მაგრამ მაშინ მას არაფერი გამოუვიდა. ტევესზე კი ნადირობაა გამოცხადებული: მილანური კლუბის გარდა, არგენტინელისადმი ინტერესს ამჟღანებენ ისეთი გრანდები, როგორებიც ლონდონის ჩელსი და მადრიდის რეალი არიან.
თუმცა, ინტერი მზად არის კონკურენტებს დაასწროს და ფეხბურთელი უკვე ზაფხულში შეიძინოს.
|