იტალიურმა მილანმა, შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, აპელაცია ოფიციალურად შეიტანა.როსონერის თავდამსხმელმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბარის მცველ მარკო როსისთან უხეშობის გამო მიიღო და წესითა რიგით მილანური დერბიც უნდა გამოტოვოს, მაგრამ მილანი სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს. Football italia-ს ცნობით, კლუბის ადვოკატი ლეანდრო კანტამესა მოითხოვს, რომ გუნდის შვედი ლიდერის სასჯელის ვადა ერთ მატჩამდე შემცირდეს. იურისტი ირწმუნება, რომ წესის დარღვევა, რომელსაც იბრაჰიმოვიჩის გაძევება მოყვა, მიზანმიმართული აგრესია კი არა, ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო. ახლა მილანელებს ისღა დარჩენიათ, რომ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებას დაელოდონ და თუ პასუხი დადებითი იქნება, შვედი "ინტერის” წინააღმდეგ ითამაშებს, რადგანაც მან "პალერმოსთან” ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვა.
|