მილანის ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო თავისი გუნდის თამაშით პირველ სეზონში კმაყოფილია, და იმედოვნებს, რომ 2013 წლიდან გუნდი უკეთეს ფორმაში იქნება.
"საერთო ჯამში გუნდის შედეგი საკმაოდ დადებითია." - განაცხადა დიეგო მილიტომ Sky Sport-თან მიცემულ ინტერვიუში.
"ჩვენ ახლადჩამოყალიბებული გუნდი ვართ, მაგრამ ძალიან სწრაფად ვპოგრესირებთ, რაც ჩვენს შედეგზეც აისახება."
"რათქმაუნდა იუენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ შექვწევს იმის ძალა, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგიბა გაუწიოთ პირველი ადგილისათვის ბრძოლაში."
33 წლის თავდამსხმელმა ასევე გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თუმცა, იგი ინტერში თავს ბედნიერად გრძნობს და უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას არ აპირებს.
"ინტერში თავს კარგად ვგრძნობ და კლუბის შეცვლაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, მაგრამ მომავალისთვის სამშობლოში დაბრუნება მსურს." - განაცხადა არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.
|