ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი "პარმას” ფორვარდის ისააკ ბელფოდილის გადაბირება იქნება.
წარმოშობით ალჟირელი, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი თამაშობს "პარმაში”, სადაც წინა სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.
დიახ, ჩვენ გვინდა ბელფოდილი. მისი თამაშით მოხიბლულები ვართ, ძალიან კარგი ფეხბურთელია.” – განაცხადა "ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ.
იტალიური მედიის ინფორმაციით "ინტერი” ბელფოდილის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის "პარმას” და თან იჯარის წესით დაუთმობს ანტონიო კასანოსა და მიკაელ სილვესტრს.
|