მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კვლავ აავსო კომპლიმენტებით უდინეზელი ალექსის სანჩესი, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩილელი შემტევი "ნერიაძურის" მთავარი სამიზნე იქნება მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს.
Corriere dello Sport-თან საუბარში იტალიელმა ნავთობ მაგნატმა შემდეგი განაცხადა: ალექსის სანჩესი ფანტასტიური ფეხბურთელია, მე ამაში რამოდენიმე წლის წინათაც დავრწმუნდი.
უდინეზე მას ძალიან დაეხმარა იმაში, რომ გამხდარიყო კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მე მასში ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც კვლავ მიიყვანს ჩემს გუნდს საოცნებო მწვერვალებამდე. სანჩესი ინტერისთვის არის დაბადებული.-განაცხადა მორატიმ.
საუბარი სანჩესის ინტერში გადასვლაზე იანვარშიც იყო, თუმცა მაშინ მხარეები ფასში ვერ შეთანხმდნენ, ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების გარდა ჩილელზე პრეტენზიას იუვენტუსი, ბარსელონა, ჩელსი და მანჩესტერი აცხადებენ.
|