იტალიის ჩემპიონი ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი მიიჩნევს, რომ სკუდეტოსთვის მხოლოდ მილანური გუნდები არ იბრძვიან და ჩემპიონის ბედის გამოსავლენად მადონინა საკმარისი არ იქნება. მორატის განცხადებით, არ შეიძლება დავივიწყოთ ნაპოლი. ვერ ვიტყვი, რომ სკუდეტოს მოსაპოვებლად მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის. მილანი და ინტერი ერთმანეთთან მართლაც ახლოს არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ნაპოლი, რომელიც ამ გუნდებს ბევრით ნამდვილად არ ჩამორჩება და თან ძალიან კარგ ფეხბურთსაც აჩვენებს. მიმდინარე სეზონში, იტალიაში ძალიან კარგი ჩემპიონატი მიმდინარეობს, რადგან პირველობისთვის ერთბაშად 3 გუნდი იბრძვის. ცოტა ხნის წინათ, ჩანდა, რომ მილანი წინ გაიჭრა, ხოლო ნაპოლი ჩამორჩა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება – ავრცელებს მორატის სიტყვებს Goal-ი. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, "მილანს” 62 ქულა აქვს. როსონერის ინტერი - 2, ხოლო "ნაპოლი” 3 ქულით ჩამორჩება. უახლოეს ტურში, მილანური გრანდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.
|